გათბობის ქვაბის ხელოსანი თბილისში: პროფესიონალური შეკეთება 24/7

გათბობის ქვაბის პრობლემები? ნუ ინერვიულებთ! ჩვენი გამოცდილი და სანდო ხელოსნები მზად არიან, დაგეხმარონ. ჩვენ ვთავაზობთ სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას, რათა თქვენს სახლში სითბო და კომფორტი დროულად და საიმედოდ აღდგეს. დაგვიკავშირდით ახლავე და მიიღეთ უფასო კონსულტაცია.

როგორ ვმუშაობთ?

გვიკავშირდებით

ხელოსანი გაგიწევთ კონსლტაციას,  უპასუხებს თქვენს ყველა კითხვას – ეს უფასოა.

ჩვენ ვადგენთ სავარაუდო დაზიანებას

თქვენი მოსმენის შემდეგ, ხელოსანი ადგენს სავარაუდო ხარვეზს და გეუბნებათ სამუშაოს ღირებულებას.

ხელოსნის გამოძახება

თქვენ ათანხმებთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს, როდესაც ხელოსანი შეძლებს მოვიდეს თქვენთან და შეაკეთოს თქვენი გათბობის ქვაბი.

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი სერვისი?

ჩვენი გათბობის ქვაბის შეკეთება თბილისში გამოირჩევა შემდეგი უპირატესობებით:

  • სწრაფი გამოძახება: ხელოსანი მოვა თქვენთვის სასურველ დროს, რათა პრობლემა უმოკლეს ვადაში მოაგვაროს.

  • ხარისხის გარანტია: ვმუშაობთ მხოლოდ ორიგინალი სათადარიგო ნაწილებით, რაც უზრუნველყოფს თქვენი სისტემის ხანგრძლივ და შეუფერხებელ მუშაობას.

  • საიმედოობა: 15 წელზე მეტი გამოცდილება ყველა ტიპის ცენტრალური გათბობის სისტემის დიაგნოსტიკასა და შეკეთებაში.

  • ხელმისაწვდომი ფასები: ვთავაზობთ საუკეთესო ფასებს ბაზარზე, ხარისხის დაუკარგავად.

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი გათბობის შეკეთების სერვისი
გათბობის ქვაბის შეკეთება 3 მარტივი ნაბიჯით​

გათბობის ქვაბის შეკეთება 3 მარტივი ნაბიჯით

ჩვენი სერვისი შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება გაგიმარტივოთ. დაიბრუნეთ სითბო და კომფორტი სახლში მხოლოდ მარტივი ნაბიჯებით.

  1. გვიკავშირდებით: დაგვირეკეთ ნომერზე 551 72 07 20. ჩვენი გათბობის ქვაბის ხელოსანი გაგიწევთ უფასო კონსულტაციას და გიპასუხებთ ყველა კითხვაზე.

  2. ვადგენთ პრობლემას: თქვენი მონაყოლის საფუძველზე, ხელოსანი დაადგენს სავარაუდო დაზიანებას და გეტყვით სამუშაოს ზუსტ ღირებულებას.

  3. ვასრულებთ შეკეთებას: თქვენ ათანხმებთ მოსახერხებელ დროს და ჩვენი სპეციალისტი მოდის თქვენთან, რომ შეაკეთოს თქვენი ცენტრალური გათბობის ქვაბი.

აღადგინეთ სითბო თქვენს სახლში დღესვე!

თუ თქვენს გათბობის ქვაბს პრობლემა აქვს, ნუ დაელოდებით სიტუაციის გაუარესებას. დაგვირეკეთ ახლავე და გამოიძახეთ პროფესიონალი გათბობის ქვაბის ხელოსანი თბილისში.

ვმუშაობთ ყველა მარკის (ბრენდის) ქვაბზე, მაშინაც კი თუ თქვენი ბრენდი სიაში არ არის.

გაეცანით

რას ამბობენ ჩვენი კლიენტები ჩვენზე

ჩემი გათბობის ქვაბი გაფუჭდა

მაგრამ თერმოსახლის ხელოსანმა ძალიან სწრაფად მოახერხა პრობლემის პოვნა და მოგვარება. ძალიან კმაყოფილი ვარ მათი მომსახურებით.

გიორგი ნიკოლაძე

სწრაფი, ეფექტური და პროფესიონალური მომსახურება

ჩვენი ცენტრალური გათბობის ქვაბის შეკეთება უპრობლემოდ და ხარისხიანად მოხდა. დიდი მადლობა.“

დავით ლომიძე

ძალიან კარგად და სწრაფად მუშაობენ

განსაკუთრებით მომეწონა, რომ ხელოსანი ადგილზე მოვიდა და მე ამისთვის არაფრის კეთება არ დამჭირვებია.

მარიამ კიკნაძე

FAQ

გაქვთ კითხვები? ჩვენ გიპასუხებთ!

შეგიძლიათ თუ არა კონსულტაციის გაწევა ტელეფონით?

დიახ. დარეკეთ ჩვენს ნომერზე 551 72 07 20 და ჩვენი ხელოსანი მოგაწვდით დეტალურ უფასო კონსულტაციას თქვენი პრობლემის შესახებ.

რამდენად ხშირად არის საჭირო გათბობის ქვაბის გაწმენდა?

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ გათბობის ქვაბის სერვისი და გაწმენდა წელიწადში ერთხელ, გათბობის სეზონის დაწყებამდე, ჩაუტაროთ. ეს სისტემის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს და ქვაბის სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

როგორ მივხვდე, რომ ჩემი გათბობის ქვაბი გაფუჭდა?

ყველაზე ხშირი ნიშნებია: უჩვეულო ხმაური (წკაპუნი, ღრჭიალი), დაბალი წნევა, წყლის გაჟონვა, ქვაბის უეცარი გამორთვა ან არასაკმარისი გათბობა. ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით.

რას მოიცავს გათბობის ქვაბის სრული დიაგნოსტიკა?

სრული დიაგნოსტიკა მოიცავს სისტემის ყველა კომპონენტის შემოწმებას, წნევის გაზომვას, გაჟონვის ძიებას და ელექტრონული დაფის ფუნქციონირების შემოწმებას. ეს საშუალებას გვაძლევს, ზუსტად დავადგინოთ პრობლემის მიზეზი.

თუ ადგილზე მოსვლის შემდეგ უარი ვთქვი შეკეთებაზე, მომიწევს თუ არა თანხის გადახდა?

ჩვენი ხელოსნის მიერ ჩატარებული დიაგნოსტიკა ფასიანია, რადგან ის დროსა და პროფესიულ ცოდნას მოითხოვს. თუმცა, თუ შეკეთებას ჩვენი გუნდი შეასრულებს, დიაგნოსტიკის საფასური საერთო ღირებულებას დააკლდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი ორიგინალი სათადარიგო ნაწილების გამოყენება?

ორიგინალი ნაწილები უზრუნველყოფს თქვენი ქვაბის გამართულ და უსაფრთხო მუშაობას. ისინი სპეციალურად არის შექმნილი კონკრეტული მოდელისთვის, რაც ამცირებს განმეორებითი დაზიანების რისკს და ახანგრძლივებს სისტემის სიცოცხლის ხანგრძლივობას.

შეგიძლიათ თუ არა გათბობის ქვაბის გაწმენდა?

დიახ, ჩვენ ვთავაზობთ რეგულარულ სერვის პაკეტებს, რომლებიც მოიცავს ქვაბის დიაგნოსტიკას და გაწმენდას. ეს საუკეთესო გზაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი სისტემა ყოველთვის გამართულად მუშაობდეს.

თუ ქვაბი არ ჩაირთო, რა შეიძლება იყოს მიზეზი?

მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი: დაბალი წნევა, გაზის მიწოდების პრობლემა, ელექტროენერგიის გაუმართაობა ან რომელიმე ნაწილის დაზიანება. ზუსტი მიზეზის დადგენა მხოლოდ პროფესიონალ გათბობის ქვაბის ხელოსანს შეუძლია დიაგნოსტიკის შემდეგ.

რა ტიპის გათბობის ქვაბების შეკეთება შეგიძლიათ?

ჩვენს გუნდს აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება ყველა ტიპის ცენტრალური გათბობის ქვაბის შეკეთებაში, მათ შორის კედელზე დასამონტაჟებელი, იატაკზე დასადგმელი და კონდენსაციური ქვაბების.

ბლოგი გათბობის სისტემებზე

Scroll to Top